ჯაბა სამუშია ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა და თსუ-ს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში EURIE 2024.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტი ყოველ წელს სტამბოლში იმართება და მასში ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„წელს სამიტზე და სამიტის ფარგლებში გამართულ გამოფენაში ევროპისა და აზიის 270 უნივერსიტეტის 2000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიებაში 156 მონაწილე წაიკითხავს მოხსენებას, გაიმართება 62 პანელი და შეხვედრები უმაღლეს განათლების სხვადასხვა თემატიკაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი 150 სტენდიდან ერთ-ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდია, რომელზეც გამოფენილია საინფორმაციო ბუკლეტები ზოგადად თსუ-ს, საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო კოლაბორაციების შესახებ. თსუ-ის საინფორმაციო სტენდით დაინტერესდნენ თურქული, პოლონური, აზერბაიჯანული, ბრაზილიური დელეგაციები. მომავლისთვის დაიგეგმა შეხვედრები სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია