გორელმა მოჭიდავეებმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე, 23 წლამდელთა შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს

23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გორმა გუნდური გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს.

„ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შეჯიბრების დაწყებამდე ლეგენდარული ქართველი ფალავანის ლევან თედიაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს ჩემპიონატს, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.

ტურნირი გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს ჩემპიონატი გორში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებიტა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა