სალომე ზურაბიშვილი - კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო

კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო - იმის არ ცოდნა, სად იყო ძალაუფლების წყარო, პასუხისმგებლობის არ ქონა, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის არ ქონა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ასე რომ, ახლა, როცა ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები, რომელიც აღკვეთს ოლიგარქიულ ძალაუფლებას ქვეყანაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა