თსუ-ში ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი გენერალური დირექტორის საჯარო ლექცია გაიმართა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი, გენერალური დირექტორი, ლეონარდო სერვერა ნავასი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლეონარდო სერვერა ნავასმა თსუ სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექცია გამართა, რომელმაც ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უძღოდა ევროკავშირის დაფუძნებას, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ევროპის გაერთიანების, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბების და დაკანონების საქმეში.

ინფორმაციის თანახმად, საჯარო ლექციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა.

„საჯარო ლექციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვისწრაფვით ევროინტეგრაციისკენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენი სამართლებრივი სივრცისთვის. ხვალიდან ძალაში შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონი, და სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად იმართება არაერთი ღონისძიება. დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საერთაშორისო კონფერენცია. თსუ-ში გამართული შეხვედრაც ემსახურება საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებას“, -აღნიშნა ლელა ჯანაშვილმა.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, თამარ ზარანდიას თქმით, სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული გამოცდილებისა და ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კარგი თანამშრომლობა აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-ში გაიმართა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის გენერალური დირექტორის ლეონარდო სერვერა ნავასის საჯარო ლექცია, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის შექმნის ისტორიას და ძალიან დააინტერესა ქართველი სტუდენტები და დამსწრე საზოგადოება. მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზება და, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული გამოცდილებისა და ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ.

ინფორმაციის თანახმად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1-ელ მარტს ამოქმედდება. ახალი კანონი საქართველოში მონაცემთა დაცვის თანამედროვე სტანდარტებს დაამკვიდრებს, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. ეს ვალდებულებები საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია