პიტერ სტანო - პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს

ვლადიმერ პუტინი საკუთარი ერის მოტყუებას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

„ეს გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოა განხილული. ეს ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

სტანომ აღნიშნა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა.

„ეს სიცრუის გავრცელების კიდევ ერთი შესაძლებლობაა. იგი საკუთარი ერის მოტყუებასა და საზღვარგარეთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს, არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იშლება, ქვეყნის მიმართ ნდობა მთლიანად განადგურებულია და მის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნა სტანომ.

ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქმედებები ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს ზრდის.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია