გენერალი ჯეიმს ჯონსი - ვლადიმერ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს

თუ რუსეთს უფლება ექნება, რომ საზღვრების შეცვლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულებით, ეს ყველა შემთხვევაში, ცუდი ამბავია, ალიანსი [ნატო] ამას წინ უნდა აღუდგეს - ეს ისევ იმას უბრუნდება, რატომაა უკრაინის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის 4-ვარსკვლავიანმა გენერალმა და პრეზიდენტ ბარაქ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიმს ჯონსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხავს იმის შესახებ, რომ „რუსეთი ოჩამჩირეში, აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნაზე მუშაობს“.

მისი თქმით, მართალია, ვლადიმერ პუტინი ახლა დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.

„არ მგონია, რომ რუსეთს უსაზღვრო რესურსები აქვს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად მცირეა ჩვენი, ამერიკისა და ევროპული ქვეყნების შიდა პროდუქტთან შედარებით. მართალია, ვლადიმერ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს.

ვფიქრობ, ის თვლის, რომ დასავლეთის ნება დროებითია, კონკრეტულად კი ეს უკრაინას ეხება. იმედი მაქვს, რომ ამ შეფასებაში ის ცდება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორი „მესიჯი“ გააგზავნონ, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა ალიანსის მისწრაფებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯეიმს ჯონსმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს