ნიკოლას ჰეილ-ვუდსი - ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება  გვქონდა, მადლობა საქართველოს

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდა.

მთის ტრასების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის დასახელდა : (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.

“მე ფრირაიდის მთელ გუნდთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა. წარმოუდგენელი შოუ იყო, სპორტსმენების საოცარი დაშვებებითა და ძალიან მაღალი ქულებით. ათლეტების პროფესიონალიზმი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ადგილი ფანტასტიკურია თავისი კლდეებით, გასაოცარი მზეც დაგვემთხვა. მადლობა საქართველოს. გასაოცარი მთები, სასრიალო ტრასები და არაჩვეულებრივი ხალხია, თავისი სტუმართმასპინძლობით. ფრირაიდის მსოფლიო ტურს ათასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ამ ადამიანებს დღევანდელი შოუს შემდეგ საქართველოში სასრიალოდ ჩამოსვლა მოუნდათ” , - განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძნებელმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა .

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძიებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი ასპარეზობდა, მათ შორის იყო „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.

ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი” , პარტნიორი კი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა