ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში ისრაელმა ცეცხლი გახსნა, შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტში ისრაელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში შეკრებილი პალესტინელების უმეტესობა ჭყლეტის შედეგად დაიღუპა და სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ იმ ადამიანების მიმართულებით გახსნეს, რომლებიც ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ, რის შედეგად 10-ზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხვევა ათასობით ადამიანი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებს.

„ვგმობთ სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტას, რომელიც ისრაელის საოკუპაციო არმიის მიერ დღეს დილით, იმ ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ნაბულსის შემოვლით გზაზე ელოდნენ“, - აცხადებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის ოფისი.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ინციდენტმა შესაძლოა მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვიოს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს