ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ პოზიცია დავაფიქსიროთ

28 თებერვალს, ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული პირის, ოთარ ცინდელიანის ადვოკატის, ანა შიშნიაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რაიმე პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლოს მიანდობს.

“დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკის განძრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინა. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და პოზიციები შევათანხმეთ, თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე რაიმე პოზიცია დავაფიქსიროთ. აქედან გამომდინარე, დღეს სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და დაცვის მხარე აღნიშნულ საკითხს სასამართლოს მიანდობს”, - განაცხადა ანა შიშნიაშვილმა.

21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ პირს სასამართლო პროცესი რამდნეიმე წუთში დაიწყება.

პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.

გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს