მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე - რა იყო ის, რაც არ უკადრია დღემდე?  - ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა

რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი, ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე, მის სისუსტეზე ალაპარაკდა. მისივე განცხადებით, პატრიარქზე თავდასხმა ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილიდანაც კი რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ზურაბიშვილიც მათ რიცხვს შეუერთდა.

"არ ვიცი, მას[სალომე ზურაბიშვილს] შეეცვალა საერთოდ აზროვნება, მართლა ასე ფიქრობს თუ ვიღაც ავალებს - ეს ვიღაც, "ნაცმოძრაობა" ან მისი პატრონი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ქალბატონმა სალომემ ესეც მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე მართვისა საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება? მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა - რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ში საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას.

“ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში