ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორი - არის ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისასაც შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ვერსია შეესაბამება თუ არა რეალობას, გამოძიება დაადგენს

28 თებერვალს, ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებული ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მისი თქმით, რეალურია თუ არა ვარაუდი, ამას გამოძიება დაადგენს.

მისივე თქმით, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, დღეს სასამართლო სხდომაზე პატიმრობის დაკმაყოფილების სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

„სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია, სამივე სამართლებრივ ნაწილში, სრულად გაიზიარა. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, დღეს სასამართლო სხდომაზე პატიმრობის დაკმაყოფილების სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობდა. არსებობს, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საშიშროება.

გამოძიება ერთი დღეა რაც დაიწყო და რა თქმა უნდა, გაგრძელდება და გამოვიკვლევთ ყველა ვერსიას, რაც გამოძიების ეტაპზე წარმოიშვა. ზოგადად, ყველა მკვლელობის საქმეზე კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ინიშნება. იმისთვის, რომ სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები გამოირიცხოს, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა ჩაინიშნება.

როდესაც ბრალდებული თავად მივიდა სამართალდამცავ ორგანოში და ჩვენება მისცა, მან განმარტა, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია. არის ვარაუდი, რომ ის დანაშაულის ჩადენისასაც შეიძლება ყოფილიყო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ეს ვერსია შეესაბამება თუ არა რეალობას, ამას გამოძიება დაადგენს.

მოტივი ამ ეტაპზე, რაც დადგენილია, არის სტერეოტიპული მიდგომა და გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია