აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა - ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისრაელისგან, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხების მიღებას ითხოვენ.

”ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა ამ კონფლიქტის დროს, არა მხოლოდ დღეს, არამედ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. დილიდან ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მისი თქმით, მსხვერპლი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა, რათა მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, ამ მიზნით, აშშ აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს შორის კომუნიკაციის მეშვეობით.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია