რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინას „ილ-76“-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს

რუსეთი მზადაა, უკრაინულ მხარეს ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გადასცეს, - ინფორმაციას რუსული მედია ადამიანის უფლებათა კომისარზე, ტატიანა მოსკალკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიახ, ჩვენ მზად ვართ, ამისთვის პროცედურული თვალსაზრისით ყველაფერია შესაძლებელი. ცხედრების გადაცემა შესაძლებელია იმ პროცედურების მიხედვით, რაც არსებობს“, - განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ.

შეგახსენებთ, 24 იანვარს ბელგოროდის ოლქის თავზე რუსეთის „ილ-76“ ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავში 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ და კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი, ასევე სამი თანმხლები რუსი ოფიცერი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს