ბანგლადეშში ხანძარს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, შვიდსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ბანგლადეშის ჯანდაცვის მინისტრის, სამანტა ლალ სენის განცხადებით, 22 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზება 2 საათში მოხერხდა. მაშველებმა შენობიდან 75 ადამიანი გამოიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. მომხდარის გამოსაძიებლად ხუთკაციანი კომისია შეიქმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია