გარკვეულ მიმართულებებზე, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, გარკვეულ მიმართულებებზე, ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბაკალავრიატის მიმართულებით სტუდენტები სამი წელი ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებზე ისწავლიან, ხოლო მაგისტრატურის დონეზე ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.

„ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული “სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის”, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი წესის მიხედვით, უმრავლეს მიმართულებებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, მინიმუმ 240 კრედიტს მოიცავს, ხოლო მაგისტრატურის წარმატებით დაძლევისთვის სტუდენტს 120 კრედიტის მოგროვება სჭირდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს