რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ორი პუნქტის – ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა (მე-6 პუნქტი) და სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენების (მე-11 პუნქტი) – შესრულებაში.

როგორც რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება.

სწორედ სამართლებრივი დაახლოების თემაზე გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა ზაგრებში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კონკრეტულად 23-ე თავით (მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების გზები და პროგრესი; ასევე:

პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას ავალდებულებს, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მიიღოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის კანონპროექტთან შესაბამისობის შესახებ;

სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს, დაგეგმავს და შეაფასებს სამართლებრივი დაახლოების პროცესს;

შემუშავდა „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზამკვლევი“;

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.

რატი ბრეგაძემ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ქვეყნებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყებამ ჯერ კიდევ კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიღებამდე ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, 2023 წელს საქართველომ პირველ ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმს უმასპინძლა, ხოლო მიმდინარე წელს გერმანიაში რიგით მეორე გერმანულ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ჩატარდება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ აფასებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და მეგობრობას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის და ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა.

,,ჩვენ დღეს ვიყავით სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ქვეყანამ უკან ჩამოიტოვა მისი ძალიან მძიმე წარსული. ციხეებში პატიმრებს ეპყრობიან პატივისცემით, სასჯელაღსრულების დაწესებულება ზრუნავს მათ რესოციალიზაციაზე, რაც მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებაა განთავისუფლების შემდეგ“, - განაცხადა ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო