2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9% ქალია, ხოლო 52.1% - კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9%-ით.
„რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%).
2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2% ქალია, ხოლო 64.8% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (42.4%), მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%).
2023 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3% ქალია, ხოლო 51.7% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.ა