„საქსტატი“ - 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 358.5 ათასი მგზავრია გადაყვანილი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება

2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.

„2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს - აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი (36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 86.7 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3 პროცენტი - გაგზავნილი.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 1.1 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 32.2 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი (11.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 80%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20.0 პროცენტს - სატვირთო.

სამგზავრო საჰაერო ხომალდების 79.2 პროცენტს 50-ზე ნაკლებ ადგილიანი ჰქონდა, 6.2 პროცენტს - 51-150 ადგილი, ხოლო 14.6 პროცენტი - 151-დან 250 ადგილიანი იყო.

2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია