პრემიერ-მინისტრი - ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს უსამართლო გადაწყვეტილებებში - შევატრიალებ მოწოდებას - დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ

ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში - შევატრიალებ მოწოდებას - დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში „ვიღაცები ცდილობენ“, რომ ევროინტეგრაციის მიმართ ქართველი საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერის მაჩვენებელი ხელოვნურად დაწიონ.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, თუ აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტის უსამართლო განცხადებებს გაემიჯნებიან, ეს საზოგადოების აღქმაზე მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება.

„მე მგონია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გაემიჯნებიან ევროპარლამენტს ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებში. ეს პირველ რიგში, დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების 85%-იანი მხარდაჭერა უნდა შენარჩუნდეს მყარად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ ამაში ხელს გვიშლის ევროპარლამენტი. ამ შემთხვევაში შევატრიალებ მოწოდებას და ჩვენი მოწოდებაა - დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ. თუ ევროპარლამენტი არ დაგვეხმარება, ჩვენ გაგვიჭირდება მათი დახმარება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს