გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის სხდომაში მონაწილეობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 55-ე სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) შეხვედრა ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება, რომელშიც გაერო-ს წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აღნიშნული კომისია წარმოადგენს უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს და სტატისტიკური საქმიანობების შესახებ საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს, რომელიც ზედამხედველობას უწევს გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD).

„ვიზიტის ფარგლებში, გოგიტა თოდრაძე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, მოხსენებით მიმართავს კომისიის წევრებს, უცხოელ კოლეგებს გააცნობს ქვეყნის სტატისტიკის სისტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს და მიღწეულ პროგრესს, ასევე ისაუბრებს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და პრიორიტეტებზე.

სესიის პარალელურად „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს ოფიციალური შეხვედრები ექნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან, სადაც განიხილება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია