„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვედა სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მიმართულების მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მზარდია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მზარდია საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სალომე ზურაბიშვილისგან და სალომე ზურაბიშვილმაც უნდა გაიაზროს ქართული საზოგადოების ეს მოთხოვნა - აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჩვენი ევროინტეგრაციის, განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებაა. ყველამ ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო შესვა ევროპულ რელსებზე, საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდასავლური საზოგადოების მხრიდან, რომელიც მრავლად არის საქართველოში წარმოდგენილი, არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, - განაცხადა ნარმანიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი კუპატაძის განცხადებით კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი ასიათასობით ადამიანმა მოაწერა.

„გრძელდება ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ასი ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოების მზაობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს ამ ქვეყნის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის ყოფნა თავისუფლებაზე შეცვლის ყველაფერს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ჩვენ, მოგვეცემა შესაძლებლობა ქართველ ხალხთან ერთად რეალურად მოვახერხოთ ცვლილებები და შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და გავუშვათ ისინი იქ, სადაც მათი ადგილია და დავიწყოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობა თავიდან“, - განაცხადა კუპატაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში