მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, ჩვენი საუბარი ტრადიციულად საგარეო პოლიტიკაში არსებული ვითარებით უნდა დავიწყოთ.

ვხედავთ, რომ უკრაინა და უკრაინა-რუსეთის ფრონტზე არსებული ვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად რჩება. ჯერ პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯო კირბიმ თქვა, რომ „უკრაინაში ბრძოლის ველზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დახმარება ძალიან დავაგვიანეთ“.

შემდეგ ამავე თემაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“.

ვხედავთ, რომ რუსებს ფრონტის ხაზზე გარკვეული წარმატება აქვთ, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ახლა უკვე უკრაინას აქვს უპირატესობა რუსეთთან ზღვაზე, ჰაერში და საინფორმაციო ომში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ახლა უკრაინა რუსეთს თანამედროვე დასავლური იარაღით ბომბავს.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებას?

- ჩვენ საინფორმაციო ომებსა და ბატალიებში გამოცდილი საზოგადოება ვართ და უკვე მივეჩვიეთ პროპაგანდისტული რიტორიკის შეცნობასა და შეფასებას.

ამერიკელი პოლიტიკოსების უკრაინასთან დაკავშირებული ეს რიტორიკა ტაქტიკური ამოცანებიდან გამომდინარე შიდა აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი და კონგრესში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხში რესპუბლიკელებზე ზეწოლისათვის გამოიყენება.

უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ვითარება არის სტატიკური, ყოველგვარი სერიოზული წანაცვლებების გარეშე

რეალური ვითარება ფრონტზე კი სულ სხვაა. იუმორისტული კონტექსტით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ავდეევკაზე შეტევა გეოგრაფიული განვრცობადობით იცით რას წააგავს? მე ატენის ქუჩაზე ვცხოვრობ და აქედან ფილარმონიას რომ ვუტევდე და ვერ ავიღო ფრონტალური შეტევით და მერე ელბაქიძის და სევასტოპოლის ქუჩებიდან ფლანგურ დარტყმებზე გადავიდე დაახლოებით იმის ანალოგიაა.

ავდეევკას რუსული ძალები 2022 წლის თებერვლიდან უტევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავდეევკაზე ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ 2014 ში გადიოდა. დასკვნითი 4 თვიანი შეტევითი ფაზის ფარგლებში კი მათ მხოლოდ 2 - 3 კილომეტრით წაიწიეს წინ.

ბოლო 10 დღეში რუსებმა 14 თვითმფრინავი დაკარგეს და აქედან 8 სუ-34. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუ -34 ის წლიური წარმოება სულ 18 ერთეულია ცხადი ხდება ეს რა მასშტაბის ზარალია

]ამიტომ, რუსეთს ხმელეთზე რაიმე სერიოზული უპირატესობა არ აქვს. თუმცა, შეტევით ოპერაციების რეჟიმში არიან. რაც შეეხება ზღვასა და ჰაერს, აქ გარკვეული წარმატება უკრაინელებს აქვთ. რუსეთის ფლოტის აქილევსის ქუსლი იყო ის რომ მათ რაკეტსაწინააღმდეგო დაცვა არ აქვთ. ამიტომ, რუსების ნებისმიერი გემისთვის მოფრენილი რაკეტა არის ეგზისტენციალური საფრთხე. რუსული გემი როგორც კი პორტიდან გამოდის, დიდი შანსია უკან ვერ დაბრუნდეს. ასე რომ ზღვასა და ჰაერში ახლა უპირატესობა უკრაინელების მხარესაა.

ამან კომიკური ვითარებაც მოიტანა. ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო ერთი თვეა ვერიფიცირებული ცნობით რუსებმა ოჩამჩირის სამხედრო პორტის მშენებლობა გააჩერეს. მიზეზი ბანალურობამდე მარტივია - თუ ასე გაგრძელდა, მათ ოჩამჩირეში ჩასაყენებელი ფლოტი საერთოდ აღარ ეყოლებათ.

არანაკლები პრობლემები აქვთ რუსებს ჰაერშიც. ბოლო 10 დღეში რუსებმა 14 თვითმფრინავი დაკარგეს და აქედან 8 სუ-34. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუ -34 ის წლიური წარმოება სულ 18 ერთეულია ცხადი ხდება ეს რა მასშტაბის ზარალია.

უკრაინა-რუსეთს შორის ერთი ერთზე კონფლიქტი რუსეთის გამარჯვებებით დასრულდებოდა. უკრაინას პლუს დასავლეთ ევროპის რუსეთთან დაპირისპირება ეს ნიშნავდა ყაიმს. მაგრამ, თუ უკრაინის მხარდასაჭერად ევროპასთან ერთად გააგრძელებს აშშ და ასეთი პირი უჩანს, ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია რუსეთის დამარცხება თავიდან რამ უნდა ააცილოს

მთლიანობაში კი უკრაინა-რუსეთის ფრონტზე ვითარება დღეს არის სტატიკური. მომავალში კი რაც მოხდება იმის შესაცნობად ეს მმარტივი ფორმულა გამოგვადგება. თუ უკრაინაა ამ ომში მხოლოდ ევროპის იმედად დარჩება მაშინ ეს ნიშნავს რუსეთთან ყაიმს და ცუდ პირობებზე ზავს, მაგრამ, თუ უკრაინის მხარდაჭერას ევროპასთან ერთად გააგრძელებს აშშ და დღეს ესე ჩანს, ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია რუსეთის დამარცხების გარდა სხვა სცენარი.

- დიახ, მართლაც არაა გამორიცხული, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის შემაშფოთებელი განცხადებები უკავშირდებოდეს აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდიან დახმარებაზე ჯერაც მიუღებელ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა სალივანმა კი განაცხადა, რომ კონგრესის თავმჯდომარე ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - ჯონსონისგან მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იგი ამ საკითხს კონგრესში დააყენებს. ფაქტი ისაა, ეს გადაწყვეტილება ჯონსონმა თავად მიიღო, თუ იმის გამო, რომ კონგრესმენებმა დაიწყეს უკრაინის საკითხზე სპიკერ ჯონსონის გარეშე გადაწყვეტილების გზების ძიება.

რა ხდება აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით? „რესპუბლიკელები“ დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინისთვის დახმარების მიცემას?

- საბოლოო ჯამში ვითარება არის ასეთი. საკუთრივ ჯონსონი არ არის ისეთი თავგადაკლული ტრამპისტი, როგორც საქართველოში თვლიან. ის წინააღმდეგი არ არის კონგრესში ეს საკითხი გამოიტანოს, მაგრამ ეშინია ტრამპისტების რადგან იმპიჩმენტით აშანტაჟებენ და შესაძლოა პოსტი დაკარგოს.

უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხზე კონგრესში ყინული დაიძრა და ისეთი პირი უჩანს, რომ ფინალი პოზიტიური იქნება, თუმცა მომენტალურ შედეგს არ უნდა ველოდეთ

მე როგორც ვიცი სალივანთან შეხვედრაზე სალივანი ჯონსონს დაჰპირდა კონგრესში რამდენიმე „დემოკრატი“ კონგრესმენის დახმარებას, რომ იგი კონგრესის თავმჯდომარეობიდან არ გადაირჩიონ. როგორც ჩანს. სალივანსა და ჯონსონს შორის გარკვეული კულუარული გარიგება შედგა.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხზე კონგრესში ყინული დაიძრა და ისეთი პირი უჩანს, რომ ფინალი პოზიტიური იქნება, თუმცა მომენტალურ შედეგს არ უნდა ველოდეთ.

- რამდენიმე დღის წინ „ნიუ-იორკ-ტაიმში“ გამოქვეყნდა სარედაქციო სტატია სათაურით - „ჯაშუშების ომი - როგორ ეხმარება ცრუ უკრაინას.“

დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ ამ დოზით „ინფორმაციის გაჟონვა“ უპრეცედენტოც კია.

სტატიაში მოთხრობილია იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ცრუ უკრაინას. თუ როგორ შექმნა ცრუ-მ უკრაინაში სადაზვერვო ქსელი, რომელიც გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს უკრაინაში თანამედროვე ტექნიკის შეტანას, ასევე რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები გლობალური სპეცსამსახურების წევრი ქვეყნების კლუბის წევრი გახდა და ახლა დროა უკრაინაშიც და რუსეთში ყველამ იცოდეს, რომ ცრუ და უკრაინის სპეცსამსახურები სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად „ყველას აკონტროლებენ.“

თქვენ როგორ შეაფასებდით „ნიუ-იორკ-ტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას? თუ სტატიაში მოყვანილი ფატები სიმართლეა, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

- ეს ნიშნავს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რამეს, ვიდრე ეს უკრაინის კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, რადგან, საქართველოც „იგივე ქვაბში“ იხარშება. და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ, არავისთვის საიდუმლო არ არის, მე ინფორმირებული ადამიანები მყავს მხედველობაში, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურები თავს იკავებდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქტიურობისაგან.

თავის დროზე აშშ-ს სსრკ-სთან პქონდა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომ თავს შეიკავებდნენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მოქმედებებისგან. ეს ასე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოდის. სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1993 თუ 1994 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის მოხდა ამ შეთანხმების პროლონგირება და ამგვარი ვითარება სხვადასხვა დინამიკით გრძელდებოდა 2022 წლის 24 თებერვლამდე.

ამის შემდეგ, ვაშინგტონმა საქმის კურსში ჩააყენა რუსები, რომ ამ შეთანხმებიდან გადის. შედეგად მივიღეთ ამერიკის და მთელი დასავლური სამყაროს სპეცსამსამსახურების არნახული გააქტიურება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცხადია ეს უკრაინაზე არანაკლებ შეეხო კავკასიასაც.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული სპეცსამსახურების დომინაციის ხანა დასრულებულია. ეს ძალიან სერიოზული ახალი რეალობაა

ამის პოზიტივი ასე უნდა დავინახოთ - ის დრო როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცე რუსების სპეცსამსახურების საჯირითო ადგილი იყო, წარსულს ბარდება. ამის გამო აქ ძალიან ბევრი რამ იქოქებოდა ანტიქართული, ანტიუკრაინული და ასე შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსები რესურსულად დომინირებდნენ და ეროვნულ სპეცსამსახურებს უჭირდათ მათთან გამკლავება.

დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამ არეალში რუსული სპეცსამსახურების დომინაციის ხანა დასრულდა. ეს თვისობრივად ახალი რეალობაა.

- კარგია თუ ასეა, მაგრამ, თუ ჩვენში სხვადასხვა სფეროში პროცესებს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამის მიუხედავად, ჩვენში რუსული სპეცსამსახურებიც კვლავაც აქტიურები არიან.

ბევრი ამტკიცებს, რომ მათი აქტიურობა ჩვენში პოლიტიკურ პროცესსაც საკმაოდაც კი ეტყობა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- თავის მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოს დაასვენებენ.

ჩრდილოეთში, მას შემდეგ, რაც იქ „ოქროს ურდო“ ჩამოყალიბდა, მისი სპეცსამსახურები ბათო ყაენიდან დაწყებული, შემდეგ „ოქროს ურდო“ რუსეთად რომ გადაკეთდა, ხანები მეფეებად რომ გარდაიქმნენ, იმ პერიოდიდან ესენი აქ არიან.

ამდენად საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აქტიურობა ერთგვარ მოცემულობად უნდა მივიღოთ. უბრალოდ, აქამდე მათი შეკავება ჭირდა. დღეს მათზე აღმატებული ძალით დასავლეთის სპეცსამსახურები შემოდიან და ამ რეგიონში რუსების დომინაციის დრო იწურება. მერწმუნეთ ეს ადრე თუ გვიან ჩვენში პოლიტიკურ პროცესებსაც დაეტყობა.

რუსეთს შარშან 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 35%-ით, ანუ 180 მილიარდი დოლარით ნაკლები შემოსავლები ჰქონდა საგარეო ვაჭრობისგან. წლევანდელი იანვრის მდგომარეობით რუსეთის სავალუტო შემოსავლები წინა წლის შემცირებულ პარამეტრებთან შედარებითაც კი, 20%-ით შემცირდა. ანუ აქტიურად მიმდინარეობს რუსეთისთვის ჟანგბადის გადაკეტვა

- მიუხედავად იმისა, რას თქვენ ბრძანებთ, საქართველოში ხშირად გაიგონებთ მსჯელობას თემაზე - „აშშ-მ უკრაინა გამოიყენა და მალე მიატოვებს“. ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რუსებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისაგან შეხვდა და მოითხოვა კრემლთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.

მეტიც, ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ აშშ და ევროპა შეცდნენ, როცა განაცხადეს რომ დაეხმარებიან უკრაინას. მოკლედ, აშშ-მ და ევროპამ „ვერ გათვალა“, ანუ შეცდა და რუსებს ახლა იმდენი რესურსები აქვს, შეუძლია კარგა ხანს ებრძოლოს აშშ-ს, ევროპას და უკრაინას უკრაინის ტერიტორიაზე.

სავარაუდოდ, რას ეფუძნება ამგვარი მოსაზრებები? რამდენად საფუძვლიანი მტკიცება, რომ აშშ და დასავლეთი რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირებით „შეცდა და ვერ გათვალა“?

- ამგვარი შეხედულებები თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდის ნარატივებია. ეს მტკიცებები ფაქტებს და რეალობას კი არ ეყრდნობა, არამედ რუსების მოგონილი ილუზიების სამყაროდან რეპორტაჟებია.

რეალობა კი ასეთია - რუსეთს შარშან 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 35%-ით, ანუ 180 მილიარდი დოლარით ნაკლები შემოსავლები ჰქონდა საგარეო ვაჭრობისგან. წლევანდელი იანვრის მდგომარეობით რუსეთის სავალუტო შემოსავლები წინა წლის შემცირებულ პარამეტრებთან შედარებითაც კი, 20%-ით შემცირდა. ანუ აქტიურად მიმდინარეობს რუსეთისთვის ჟანგბადის გადაკეტვა.

წელს რუსეთს ფაქტობრივად იმის ნახევარი რესურსები ექნება, რაც წინა წელს ჰქონდა. ასეთ ვითარებაში როგორ შეძლებს რუსეთი უკრაინაში აქტიური ომის წარმოებას, ეს არის დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური თემა... რუსებს 30 ჯერ ნაკლები რესურსი აქვს დასავლეთზე და 30 ჯერ მეტი წაქცევის შანსი

ეს მყისიერად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამერიკა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური ომის ორგანიზატორია, რომლის ხელშიცაა მსოფლიო ეკონომიკის ბერკეტები, რუსეთის „დახრჩობას" ცდილობს ისე, რომ დასავლეთის და დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკებს პრობლემები არ შეექმნათ..

მსოფლიო ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნის საფრთხეები რომ არ არსებობდეს და აშშ-ს მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის „დახრჩობა“ უნდოდეს, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად და მარტივად წარიმართებოდა.

წარმოიდგინეთ 150 მილიონი ტონა რუსული ნავთობი და მისი ეკვივალენტური ოდენობა გაზი უნდა ამოიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან ისე, რომ მსოფლიოში ენერგეტიკული პრობლემებიი არ დაიქოქოს. ცხადია ეს ერთი და ორი დღის საქმე ვერ იქნებოდა.

რასაც მე ვუყურებ, ეს პროცესი ახლა დასკვნით ფაზაშია. შემიძლია გითხრათ, რომ წელს რუსეთს ფაქტობრივად იმის ნახევარი რესურსები დარჩება, რაც წინა წელს ჰქონდა. ასეთ ვითარებაში როგორ შეძლებს ის უკრაინაში ომის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში, აი ეს არის დღეს მსოფლიოში ყველაზე აქტუალური კითხვა.

პარალელურად ეს საკმაოდ საინტერესო კითხვაა, ჩვენთვისაც. რადგან, დიდად სავარაუდოდ, წლევანდელი წელი საქართველოს ისტორიისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი, შესაძლოა, იგი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე 1991 წელია, როდესაც ქვეყანამ 70 წლის წინ წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

სამწუხაროდ, დღევანდელი დღის მდგომარეობით იმის კონსტატაცია უნდა გავაკეთო, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გაურბის და ამ კუთხით არც სერიოზულ დიპლომატიური აქტივობას იჩენს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ რუსეთის წაქცევის არ სჯერათ. არადა ეს გარდაუვალი ფინალია, აქ ზავი გამორიცხულია

დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოყვა რუსეთის პერმანენტული აგრესია რამაც ქვეყანა რთულ კატაკლიზმებში შეიყვანა, მაგრამ ახლა ტრენდი შეტრიალდა და დღეს თავად რუსეთის სერიოზული დასუსტების ფაზა იწყება. თან ყველა წინაპირობაა სახეზე იმის სავარაუდოდ, რომ ეს დასუსტების პროცესი შეუქცევადად ჩაითვალოს.

იმავდროულად იისტორიულად ცნობილია, რომ რუსეთის დაუძლურება და გამოფიტვა ყველაზე მკვეთრად კავკასიაში ვლინდება.

შესაბამისად აქ მისი რესურსული უუნარობა მალე ყველასთვის თვალშისაცემი იქნება და დიდი შანსია წელს თუ არა მომავალ წელს ქვეყნის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისს სერიოზული წინაპირობები ჩამოყალიბდეს. ანუ ჩვენი დრო დგება და თან ეს დრო ძალიან სწრაფად გვიახლოვდება.

რუსეთს მალე არც სამხრეთ კავკასიისთვის და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის არ ეცლება. ეს მომენტი დგება და ამ მომენტის გამოყენებისთვის უნდა ვემზადოთ, მაგრამ, ამას ვერ ვხედავ. ვეჭვობ, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში, მათ შორის ხელისუფლებაში მცდარი აზრები აქვთ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ... თუმცა ჯერ კიდევ დარჩა დრო ამ კურსის კორექტირებისათვის. ანუ დედლაინამდე კიდევაა რამდენიმე თვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას მაინც მოუწევს რეალობის ადეკვატურად დანახვა

შესაბამისად 2024 წლის მთავარი ინტრიგა საპარლამენტო არჩევნები კი არაა და უამრავი სხვა რამ. არამედ ის, რომ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პრაქტიკულ სიბრტყეში აღმოჩნდება, რამდენად მზად იქნება ხელისუფლება რეალური, კონკრეტული და ხისტი მოქმედებისათვის.

კიდევ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ეს კითხვა ესე ჩამოყალიბდება: ვართ თუ არა მზად ვისარგებლოთ რუსეთის დასუსტებით და კავკასიაში მისი პოზიციების კარდინალური დამცრობით. თან ეს სამხედრო მოქმედებებს საერთოდ არ უნდა გულისხმობდეს, იმიტომ რომ ამის აუცილებლობაც არ იქნება სავარაუდოდ. ის უნდა მოიაზრებდეს მზარდი სამხედრო პოლიტიკური ვაკუუმის ეფექტური შევსების სტრატეგიას.

სამწუხაროდ, დღევანდელი დღის მდგომარეობით იმის კონსტატაცია უნდა გავაკეთო, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გაურბის და ამ კუთხით არც სერიოზულ დიპლომატიური აქტივობას იჩენს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ რუსეთის წაქცევის არ სჯერათ. არადა ეს გარდაუვალი ფინალია, აქ ზავი გამორიცხულია.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დასავლეთის რეაქციის არარსებობა ნიშნავს შეთანხმებას. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნების პროგრამაც შეთანხმებულია

ეს ეგზისტენციალური კონფლიქტია ორივე მხარისთვის და ის ან დასავლეთის ან რუსეთის ეპოქალური ფიასკოთი უნდა დასრულდეს. ვინც სხვანაირად ფიქრობს ამ კონფლიქტის არსი ვერ შეუცნია და ეგაა. შესაბამისად რუსეთის ფიასკოზე ფსონი მკაცრი ობიექტური რეალობითაა არგუმენტირებული. რუსებს 30 ჯერ ნაკლები რესურსი აქვს დასავლეთზე და 30 ჯერ მეტი წაქცევის შანსი.

ჩვენ უნდა გავიაზროთ რა მოხდება კავკასიაში მას შემდეგ, რაც რუსეთი დასუსტდება. რუსეთისთვის ორი რამაა შეუთავსებელი - დემოკრატია და სამხედრო კონფლიქტში დამარცხება. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც არსებობს დაპყრობილი ტერიტორიების ხარჯზე. საკუთრივ ისტორიულ რუსეთში არ არის ის რესურსები, რითაც ეს ქვეყანა იარსებებს და ამიტომაც არიან კოლონიებს პარანოიდალურ დონეზე მოჭიდებული.

შეიძლება ითქვას, რომ 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კრიტიკა დასავლეთიდან, როგორც ადრე იყო, არ ექნება. მაგრამ, შემოდგომის არჩევნების შემდეგ იქნება ერთიანი. ან პოზიტიური, ან ნეგატიური საკუთრივ არჩევნების შედეგების მიხედვით

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ბიუჯეტი ფინანსდება ციმბირის, ურალის, შორეული აღმოსავლეთისა და სხვა დაპყრობილი ტერიტორიებიდან. რუსეთის დაპყრობილი ერები იმ მომენტს ელოდებიან, როცა რუსეთი სერიოზულად დასუსტდება. ეს მომენტი რუსეთში მალე დადგება. შეიძლება ითქვას ეს ქვეყანა ამ მომენტისკენ თავად მიექანება.

რუსეთს მალე არც სამხრეთ კავკასიისთვის და არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის არ ეცლება. ამ მომენტის გამოყენებისთვის უნდა ვემზადოთ, მაგრამ, ამას ვერ ვხედავ. როგორც მოგახსენეთ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში, მათ შორის ხელისუფლებაში მცდარი აზრები აქვთ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ძლიერებისა და პერსპექტივების შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ დარჩა დრო ამ კურსის კორექტირებისათვის. ანუ დედლაინამდე კიდევაა რამდენიმე თვე და დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას მაინც მოუწევს რეალობის ადეკვატურად დანახვა.

აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ნომერ პირველი პრობლემა არის ტრამპი. ანუ, ჯერ ტრამპს მოუვლიან, ამის ყველა სიმპტომი არსებობს. შემდეგ აპირებენ პუტინის მორჩილებაში მოყვანას. ამის შემდეგ კი აპირებენ გამარჯვებულის პოზიციიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის ჩამოვლას და მიხედვას

- ახლა, ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს უნდა შევეხოთ.

გვახსოვს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენი ნათქვამი - „ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან იყო შეთანხმებული“.

მას შემდეგ პრემიერიც შეიცვალა და ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძეც იყო ვიზიტით ბრიუსელსა და ნატოში. ხელისუფლების მტკიცებით, ახალი პრემიერის ვიზიტი ევროპაში წარმატებული იყო. თუ ასეა, შეუძლებელია ქვეყნის კანონმორჩილ ადამიანებს ეს არ გვახარებდეს.

მაგრამ, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პრემიერ კობახიძის ბრიუსელში ყოფნისას პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონს ცესკოს დაკომპლექტების შესახებ, თან ისე, რომ არ გაუთვალისწინებია ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა.

ამის შემდეგ, მმართველმა გუნდმა ჯერ საერთოდ უარი თქვა მართლმსაჯულების სფეროში ვენეციის რეკომენდაციების შესრულება, ხოლო შემდეგ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით მიიღო კანონში ცვლილებები ასევე ვენეციის კომისიის გაუთვალისწინებლად.

შედეგად, გვეყოლება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პრაქტიკულად დამოკიდებული იქნება პროკურატურაზე, რადგან მას საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება.

დღეის მონაცემებით, არჩევნებამდე 8 თვით ადრე უკვე ვიცით, რომ საქართველო ევროპული რეკომენდაციებიდან სამს არ შეასრულებს. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის ბრიუსელსა და ნატოში წარმატებული ვიზიტის შემდეგ მმართველი გუნდის იმგვარი ქცევა, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებს უკავშირდება?

- ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ხელახლა გამოჩენა რომ აშშ-სთან იყო შეთანხმებული მიუთითებს ის, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ვინმეს ამაზე უარყოფითი რეაქცია რომ ჰქონოდა, ამ ორ თვენახევაში საკმარის დრო იყო მძაფრი რეაქციისათვის

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დასავლეთის რეაქციის არარსებობა ნიშნავს შეთანხმებას. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნების პროგრამაც შეთანხმებულია.

მართალია „ქართული ოცნება“ პერმანენტულად აბრალებდა დასავლეთს ოპოზიციის მხარდაჭერას, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური პრესი ხელისუფლებაზე გარედან აქამდე არ ყოფილა

მე თვალს ვადევნებ იმ დებატებს, რომელიც აშშ-ში მიმდინარეობს. ასევე საქართველოს თემაზე უშიშროების საბჭოს გარშემო ბრიფინგებს და შემიძლია გითხრათ - სალივანის გარშემო ჩამოყალიბებულია აზრი საქართველოს შიდაპოლიტიკურ კულუარულობაზე. ქართველებმა აკეთონ რაც უნდათ, ყოველ კონკრეტულ ნაბიჯს ნუ შევუზღუდავთ, გარდა ამისა დავაკვირდეთ შემოდგომაზე განვითარებულ მოვლენებსო.

შეიძლება ითქვას, რომ 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კრიტიკა დასავლეთიდან, როგორც ადრე იყო, არ იქნება. ეს ამერიკის ელჩის მიდგომებიდანაც ჩანს. მაგრამ, შემოდგომის არჩევნების შემდეგ იქნება ერთიანი. ან პოზიტიური, ან ნეგატიური საკუთრივ არჩევნების შედეგების მიხედვით.

სერიოზულ დასავლურ პოლიტ.ტექნოლოგიურ წრეებში 15 - 20 მარტისთვის ელოდებიან პოლიტიკური ელიტებისგან სალომე ზურაბიშვილის პროექტზე კონსოლიდირებულ პასუხს და ამ საქმეს მაქსიმუმ 3 კვირაში მოეფინება ნათელი

პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში აშშ-ს მიდგომა კონკრეტიზირდა შარშან შემოდგომაზე, სადღაც ნოემბრის ბოლოსთვის და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად. აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ნომერ პირველი პრობლემა არის ტრამპი. ანუ, ჯერ ტრამპს მოუვლიან, ამის ყველა სიმპტომი არსებობს. ჯამში იმ 91 სარჩელზე 7 მილიარდის ჯარიმას უპირებენ და 700 წლის ციხეს. შემდეგ პუტინის რუსეთის მორჩილებაში მოყვანას გეგმავენ და მხოლოდ ამის შემდეგ

გამარჯვებულის პოზიციიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსაც ჩამოუვლიან და ახალ რეალობაზე გადაალაგებენ

თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოთ არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ, არჩევნების შემდეგ სიტუაცია შესაძლოა სხვანაირი იყოს, რადგან დასავლეთს მუდმივად აქვს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი. ანუ მისი ლეგიტიმაციის აღიარება-არაღიარების შესაძლებლობა

პუტინის პოლიტიკურ მფარველობას მოკლებული პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ხელისუფლების ამა თუ იმ შტოებში გამაგრებული ანტიამერიკული ძალებისადმი აშშ-ს მიდგომა მათ შორის საქართველოსთანაც იქნება ისეთი როგორც ახლა მოგახსენეთ.

- არჩევნების წელია და არჩევნების მოახლოების კვალობაზე აქტიურობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. უკვე ვიცით, რომ მომავალ კვირას რამდენიმე პარტია დარეგისტრირდება. საუბარია ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიებზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 8 თვით ადრე საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური ძალა არ არსებობს. მე მხედველობაში კი არ მაქვს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავად აცხადებს, რომ პროდასავლურია, ასეთებია, მცირე გამონაკლისის გარდა ყველაა. მათ რიცხვს მალე გვარამიას და მელიას პარტიებიც დაემატება.

მე მხედველობაში მყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დასავლეთის მიერაა აღიარებული და დასავლეთი მას შიდა პოლიტიკურ ველზე პროტექციას უკეთებს. სწორედ რეალურად პროდასავლური პარტიების არარსებობის გამო იყო დასავლეთი ინერტული 2012 წლებიდან დღემდე ყველა ჩვენებურ არჩევნებში და შესაბამისად ამიტომაც არ იყო იმ არჩევნებში არანაირი ინტრიგა. მართალია „ქართული ოცნება“ პერმანენტულად აბრალებდა დასავლეთს ოპოზიციის მხარდაჭერას, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური პრესი ხელისუფლებაზე გარედან აქამდე არ ყოფილა.

დასავლეთი მართლა ემზადება ლეგიტიმურად არ აღიაროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის „გამარჯვება“. თუ დასავლეთი ამ მასშტაბის რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა, ეს იარაღი აამოქმედა და ის ლეგიტიმური გახდება არა მხოლოდ რუსეთისათვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც

ამდენი წლის ვაკუუმის შემდეგ პირველი ინტრიგა გააჩინა სალომე ზურაბიშვილის აქტივობამ. აშკარაა რომ ის ცდილობს ამ ნიშის შევსებას. რამდენად გამოუვა ეს მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთ ევროპის და ამერიკის ელიტების რეაქციაზე. თუ უმაღლეს დონეზე იქნა მხარდაჭერა და თანადგომა პრეზენტირებული მაშინ ეს სერიოზული ინტრიგის დაბადებაა. თუ არა და დარჩება ყველაფერი ძველებურად.

იმიტომ, რომ აღმოსავლეთ ევროპელების მხარდაჭერების მასშტაბი ანუ ფოტიგები და ა.შ და ზედ მიყოლებული არახამია-ზელინსკები ერთობ არასაკმარისი წონაა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარე კონტურზე. და დღევანდელ ოპოზიციას ვერაფერ ბონუს შესძენს.

დაველოდოთ კიდევ ცოტა ხანი და შემდეგი ინტერვიუსთვის ანუ ერთ თვეში ეს კვანძი უკვე გახსნილი იქნება და სხვისი რა გითხრათ და მე უკვე მეცოდინება ს.ზურაბიშვილის ინტრიგა შედგა თუ არა. სერიოზულ დასავლურ პოლიტ.ტექნოლოგიურ წრეებში 15 - 20 მარტისთვის ელოდებიან პოლიტიკური ელიტებისგან სალომე ზურაბიშვილის პროექტზე კონსოლიდირებულ პასუხს და ამ საქმეს მაქსიმუმ 3 კვირაში მოეფინება ნათელი.

თქვენს კითხვაში ნახსენები გვარამია-მელიას პროექტი სერიოზულ საუბრად არც ღირს. ეს იქნება მორიგი პატარა პარტია ქართულ რეალობაში. არც მეტი არც ნაკლები.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოთ არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ.

არჩევნების შემდეგ სიტუაცია შესაძლოა სხვანაირი იყოს, რადგან დასავლეთს მუდმივად აქვს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი. ანუ მისი ლეგიტიმაციის აღიარება-არაღიარების შესაძლებლობა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეხლა დასავლეთი მართლა ემზადება ლეგიტიმურად არ აღიაროს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის „გამარჯვება“. თუ დასავლეთი ამ მასშტაბის რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა, ეს იარაღი აამოქმედა და ის ლეგიტიმური გახდება არა მხოლოდ რუსეთისათვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვისაც.

ესაა მნიშვნელოვანი და არა პოლიტ.სუბიექტების და პარტიების დაუსრულებელი გადალაგება შიდა პოლიტიკურ რეალობებში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ