არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, მიიღო თუ არა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავების შეთავაზება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღება.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შემოთავაზება, თალაკვაძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას. მან თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები და ეს ასეც იქნება. პოლიტიკური კონსულტაციებით შეირჩევა ახალი კანდიდატურა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ,რომ საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული ამ პოზიციისთვის. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო.

დარწმუნებული ვარ, პრემიერ- მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში უფრო მეტი პროგრესის მიღწევას ემსახურება. გავიმეორებ, მინდა მეც მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გააკეთა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო. მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა. ის არის ადამიანი, ვინც კონსულტაციებს წარმართავს და საკუთარ გადაწყვეტილებას წარუდგენს საზოგადოებას. ამაზე მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ