„საქართველოს ბანკმა“ ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარების შესახებ „ვორქშოპი“ გამართა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა EU4Business-თან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, ქალი მეწარმეებისთვის „ვორქშოპი“ „როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება“ გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, „საქართველოს ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ორდღიან შეხვედრას ბიზნესკონსულტანტი და Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია უძღვებოდა. ქალ მეწარმეებთან შეხვედრაზე მან ბიზნესის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრები „საქართველოს ბანკის“ მიერ ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილ 4B-ის სივრცეში ჩატარდა და მას 30-ზე მეტი მეწარმე ქალი დაესწრო. შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ისეთი თემები, როგორებიცაა:

როგორ დავგეგმოთ ბიზნესის განვითარება; როგორ მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შევამციროთ წარუმატებლობის რისკები; როგორ შევიმუშაოთ სტრატეგიული განვითარების გეგმა; როგორ განვსაზღვროთ რესურსები და ვიზრუნოთ საქმიანობის წარმატებაზე.

გარდა ამისა, „ვორქშოპის“ მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფასოდ გაევლოთ 1-საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია მომხსენებელთან და განეხილათ საკუთარი ბიზნესის სტრატეგიული გეგმები.

„მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესში ბარიერების შემცირებას. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ქალი მეწარმეებისთვის ჩაგვეტარებინა "ვორქშოპი" ბიზნესის განვითარების საკითხებზე და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები თუ გეგმები კვალიფიციურ სპეციალისტთან ერთად განეხილათ. „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალშიც არაერთ მსგავს ინიციატივას შესთავაზებს“, - ამბობს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში