რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიამ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა თემისა და მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილი 56 საკითხი.

მათივე ცნობით, კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 54 საკითხიდან დადებითად გადაწყვიტა 51, უარი ეთქვა 3 საკითხზე. უარყოფითად გადაწყდა სომეხთა თემის 1 საკითხი, მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილ 1 საკითხზე კი კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია