პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან - არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი.

„პოლიტიკურად გაკოტრებული და ღირებულებების არმქონე ივანიშვილის პარტიას, რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი, ამიტომ ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან ცრუ საფრთხეზე, რომ შემდეგ ვითომ მისი აქტიურობით გადაჭრას ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არ არსებული პრობლემა.

მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი სატკივარი დღეს არის ეკონომიკა, 96%-ით გაზრდილი ფასები და ის, რომ ასეთ პირობებში არ აქვთ შესაბამისი ხელფასები, მათ ამის გამო უწევთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება.

ეს თუ არ შევაჩერეთ და ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოვასწორეთ, საქართველო დაიცლება ქართველებისაგან და ყველაფერი გვერდით დაგვრჩება! არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს”, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია