„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - შპს „ცეკურმა“, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის და მისი შვილის კომპანიაა, 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით, 306 909 196 ლარი მიიღო

შპს “ცეკურმა”, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის და მისი შვილის კომპანიაა, 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით, 306 909 196 ლარი მიიღო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ცეკურის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, თითოეული შესყიდვა შეისწავლოს და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.

„შპს “ცეკურის” 63% წილის მფლობელი სერგო ხაბულიანია, 37% წილს ფლობს და დირექტორის პოზიციას მისი შვილი, ბექა ხაბულიანი იკავებს.

სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე“ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო.

2018-2020 წლებში სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ, ლელა მეშველიანმა, შვილებმა - ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და კომპანია “ცეკურმა” “ქართული ოცნებასა” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 398,000 ლარი შეწირეს, კერძოდ:

სერგო ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი - 110,000 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;

ბექა ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი - 120,000 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;

ირაკლი ხაბულიანმა 2018 წელს 3,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს;

ლელა მეშველიანმა 5,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს;

შპს “ცეკურმა” 2017 წელს 40,000 ლარი შესწირა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;

შპს “ცეკური” სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ჯამში 306,909,196 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 290,476,745.8 ლარის ხელშეკრულებები ტენდერებზე მოდის, 16,432,450 ლარის ხელშეკრულებები კი - 23 გამარტივებულ შესყიდვაზე.

“ცეკურს” მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

შპს “ცეკურისგან” მომსახურებას, ძირითადად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყიდულობს. კომპანიამ დეპარტამენტის 27 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, შპს “ცეკურის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, თითოეული შესყიდვა შეისწავლოს და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია