კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან პატრიარქზე თავდასხმა გამაოგნებელია

„მიზანმიმართული თავდასხმები პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებები კი არ არის თავდასხმა, არამედ თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია გამაოგნებელი.

„პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადების შეფასებას საპატრიარქოს მხრიდან თქვენ თავდასხმად აღიქვამთ? საოცარია. ნამდვილად გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის განცხადების პათოსი, პატრიარქზე თავდასხმა.

პატრიარქი გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყანაში. მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის. მიზანმიმართული თავდასხმები მასზე, ეკლესიაზე, ჩვენს სარწმუნოებაზე - არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს