"გორმედის" სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები  45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება

"გორმედის" სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას, ყოველ ხუთშაბათს, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევები 45%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "გორმედი" ავრცელებს.

"გორმედის“ სამედიცინო ცენტრის მთავარი პრიორიტეტია, ადგილობრივი მოსახელობისათვის, ყველა სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი იყოს.

კლინიკის ინიციატივით, პაციენტებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კონსულტაციებით განახევრებულ ფასად ისარგებლონ.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ,,გორმედის“ ხაშურის ფილიალს სიახლე აქვს - ამიერიდან, ყოველ ხუთშაბათს, პაციენტები, სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას 45%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.კონსულტაციას ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ბავშვთა გინეკოლოგი თინათინ ხარებოვა ჩაატარებს.

აქციის ფარგლებში სრული გინეკოლოგიური კვლევა მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, ექოსკოპიას, კოლპოსკოპიას და საშოს ნაცხის ანალიზს. აღნიშნული სერვისის მიღება, პაციენტებს, ყოველ ხუთშაბათს, 135 ლარის ნაცვლად მხოლოდ 75 ლარად, ,,გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალში შეეძლებათ.

"გორმედის“ სამედიცინო ქსელი შიდა ქართლის მასშტაბით 3 ქალაქში გორში, ხაშურში და ქარელში ოპერირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს