კახა კალაძე - პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით

პრემიერმა-მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ საკითხზე და კითხვები ამოწურულია.

„პრემიერ-მინისტრმა თავად ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელად გააკეთა განმარტებები, ვერაფერს დავამატებ. ირაკლი კობახიძემ ჩემზე უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს. ის არის მთავრობის ხელმძღვანელი. ის იღებს გადაწყვეტილებს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს მთავრობასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

„ყველა მინისტრი ადგილზეა, აგრძელებს მუშაობას. ბატონმა ირაკლიმ ვრცელად ისაუბრა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კითხვები ამოწურულია“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ხედავდა თუ არა ის ზურაბ აზარაშვილის მუშაობაში ხარვეზებს, კალაძემ უპასუხა, რომ ის არ არის მთავრობის ხელმძღვანელი.

„მე არ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი. პრემიერ-მინისტრს უშუალო შეხება აქვს მთავრობის, მინისტრების მუშაობასთან. პრემიერმა -მინისტრმა ყველაზე უკეთ იცის, რა უნდა გაკეთდეს და რა გადაწყვეტილებები მიიღოს მთავრობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია