ევროკავშირის ელჩი SME Policy Index - 2024-ზე - მოხარული ვართ, რომ ვაფინანსებთ კვლევას, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველო ლიდერობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების მიმართულებით

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების "მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“-ის (SME Policy Index - 2024) პრეზენტაციას დაესწრო, კვლევაში საქართველოს პოზიცია შეაფასა.

„მოხარული ვართ, რომ ევროკავშირი აფინანსებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველო ლიდერობას ყველა მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ასე რომ, ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ეს ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ, ევროკავშირს, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს, მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში, რომ მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია