მარიამ ქვრივიშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმება სტიმულია, რათა მოხდეს მეტი ჩინური ავიაკომპანიის მოზიდვა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყოს მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა აეროპორტიდან

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება ავიკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა ფრენების სიხშირე გაზარდონ და მეორე მხრივ, მოხდეს მეტი ჩინური ავიკომპანიის მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იყოს მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და ცენტრალურ აეროპორტთან.

აღნიშნულ თემაზე ქვრივიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთი გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიაში მოწინავე ქვეყანაა და ყველაფერი გაკეთდება შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისათვის.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ფრენების გაზრდილი სიხშირე ჩინეთიდან საქართველოში მეტ ტურისტს შემოიყვანს და ჩინეთის მხარეც საქართველოს მიმართ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

“აქტიური მუშაობა მიმართულია ჩინეთის ბაზარზე. რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, რასაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უძღვოდა წინ, როცა ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გავაუქმეთ.

ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილება არის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხაზგასმა. ეს იქნება სტიმული იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, რაც დადებითად აისახება სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, რაც ქართველ მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას განსაკუთრებით ეხმარება. ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს უწყობს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადი - მათ შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს, რაც ავიკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა ერთის მხრივ გაზარდონ სიხშირეები და მეორეს მხრივ, მეტი ჩინური ავიკომპანია მოვიზიდოთ იმისთვის, რომ საქართველოს სამივე საეთაშორისო აეროპორტში იყო მეტი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციასთან და სხვადასხვა ცენტარლურ აეროპორტთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო