თორნიკე რიჟვაძე XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელსაც ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფონდ „ქართუ“-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს ფონდი ,,ქართუს" მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ფონდის მიერ განხორციელდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. ასევე, ძველ ბათუმში განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია”,- წერს აჭარის მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.

აჭარის მთავრობის ცნობით, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. მათი ინფორმაციით, შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია