ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. „არ დაგივიწყებთ!“ „გვაპატიე!“ - ისმოდა შეძახილები, როდესაც მოქალაქეები მის კუბოს მიაცილებდნენ.

„მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია“.

ნავალნის დაკრძალვამდე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. მოქალაქეები პოლიტიკოსს ემშვიდობებოდნენ და მის მშობლებს, ლუდმილა ნავალნაიას და ანატოლი ნავალნის უსამძიმრებდნენ. ადამიანები ნავალნის დედას მადლობას უხდიდნენ.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი.

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი