„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს.

პირველი შეხვედრა 2 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება", - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს