ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნიდერლანდები დაეხმარება ჩეხეთის ინიციატივას შეიძინოს 800 ათასი ჭურვი და ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ 250 მილიონ ევროს გამოვყოფთ. დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები ნატო-დან ამ პროცესში შემომიერთდებიან.

ასევე ვმუშაობთ F-16 თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესიჯი გასაგებია - მხარში ვუდგავართ უკრაინას”, - განაცხადა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვისა და პოლიციისთვის 22 საპატრულო ნავი შეიძინა, ისევე როგორც 3 საბრძოლო ნავი.

“შევიძინეთ 4 რადარი, 9 ჰაუბიცა, რომლებსაც [უკრაინას] მივაწოდებთ იმასთან დამატებით, რაც უკვე მივაწოდეთ. ჩვენს ფოკუსშია ჩვენი თავდაცვითი წარმოების გაზრდა და გზების ძიება, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ მიწოდებების შეფერხებები”, - განაცხადა რუტემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა