იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილა

თამარ ტყეშელაშვილმა და ადრიან ფოზარდმა გამოთქვეს მზაობა, გააღრმაონ პარტნიორული ურთიერთობები სამართლის უზენაესობისა და საჯარო სერვისების გაცემის სფეროებში და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროში დანერგილი ინოვაციური პროექტის - „მობილური იუსტიციის სახლის" შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების ფილიალების არსებობას, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში არ აქვს.

„საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ეფექტიანი და სწრაფი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პენიტენციური სისტემის რეფორმა და სხვა.

თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვთ. კერძოდ, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის კომპონენტი, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა.

2023 წლიდან მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით ნერგავს მიწის ადმინისტრირების ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მუშაობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურისა (NSDI) და გეოპორტალის შექმნაზე.

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით საჯარო რეესტრის მონაწილეობით მიმდინარეობს GRAIL-ის პროექტი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში