უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული „სუ-34“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია