დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - თორნიკე გოგებაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული აქტივობები განხორციელდება.

„კერძოდ, ბენეფიციარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად უსასყიდლოდ შეძლებენ ვარჯიშს საქართველოს რაგბის კავშირის საწვრთნელ ბაზაზე და უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით. ასევე, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები სპორტსმენების ჩართულობით.

სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის არსებული თანამშრომლობა არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა