ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება

პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. Shahed-ების თავდასხმა: ოდესის, ხარკოვის, სუმის ოლქებში. ოდესაში მტრის ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. 18 ბინა განადგურდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

„ჩვენი პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორიზმისგან დავიცვათ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის - ეს არის ის, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია