ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს დეპუტატი, ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„რველის, ზანავის, ბეშეთის, ვარდგინეთის და კორტანეთის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს