ირაკლი ღარიბაშვილი - ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ

ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია - ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ჟურნალისტებთან სხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის ემიგრანტების მხრიდან არჩევნებზე ხმის ონლაინ მიცემის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ „ემიგრანტებს აქვთ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ყველაფერი კარგადაა“.

„პროპორციული არჩევნები პირველად ტარდება და ის ელექტრონულად ჩატარდება. ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო. ემიგრანტებს აქვთ საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა