თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილზე - ყველა დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელი გარდაუვალი უნდა იყოს - შეწყალების საკითხის განხილვაც კი, მიუღებელი იქნება

ყველა დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებისთვის ამ საკითხის განხილვაც კი მიუღებელია.

„რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ქალბატონი პრეზიდენტის შემთხვევაში, ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი ყოფილ პრეზიდენტს, მიუღებელი იქნება საერთოდ ამ საკითხის განხილვაც კი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია