გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელსაც ქართველი ხალხი 2024 წელს მოიპოვებს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში ჩართულია ასი ათასობით ადამიანი, რომელიც ხმას მიაწვდენს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიიღოს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება - პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელსაც ქართველი ხალხი 2024 წელს მოიპოვებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გათავისებული აქვს, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება საქართველოსთვის.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან კარგად აქვს გათავისებული, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში ჩართულია ასი ათასობით ადამიანი, რომელიც მიაწვდენს ხმას საქართველოს პრეზიდენტს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იქნება, რა თქმა უნდა, მთავარი ფაქტორი იმ გამარჯვებაში, რომელ გამარჯვებასაც საქართველო მოიპოვებს 2024 წლის 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია