„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარაში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები აჭარაში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა, მაღალმთიან აჭარაში საგანგაშო მდგომარეობაა.

„ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში - სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა. ​სამწუხაროდ,დღემდე მოსახლეობის ნაწილი ცხოვრობს სტიქიის ზონებში. არ გააჩნიათ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია. ბინის ქირისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300 ლარიანი დახმარება არასაკმარისია. ბინის შესაძენად ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულია 5-პუნქტიანი გეგმა სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად: 100 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გაცემა, ან ბინების მშენებლობა ბათუმში; არანაკლებ 500-1000 ლარი ბინის ქირა და დაუყოვნებლივ განსახლება სტიქიის ზონიდან; საბავშვო ბაღითა და სკოლით უზრუნველყოფა; ეკომიგრანტების გადამზადებისა და დასაქმების პროგრამის ამუშავება“, - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია