ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში აგურ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია

ქობულეთში სოფელ ოჩხამურში ე.წ. აგურ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ხე-მცენარეებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მაშველი-მეხანძრეები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა