თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში გადარჩენილი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 წლამდე გოგო კლინიკა „თერჯოლამედშია“ გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მას საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამატებით კომენტარს მედიკოსები ამ დროისთვის არ აკეთებენ. ის ერთ-ერთია ოთხი ადამიანიდან, რომელიც მდინარეში მეგობრების დასახმარებლად შევიდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამი სკოლის მოსწავლე და ასაკოვანი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია