CNN - ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის

ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა“ 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადებას და „ჰამასის“ პასუხს ელის.

ამის შესახებ CNN აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით, ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას. ხოლო წინადადების მეორე ფაზა ამ 6 კვირის განმავლობაში იქნება შემუშავებული, “რათა რამე უფრო მყარი შეიქმნას.”

წყაროს ცნობით, არსებობს “ჩარჩო შეთანხმება”, რომელსაც ისრაელი “მეტ-ნაკლებად დათანხმდა,” უთანხმოების წერტილი კი იმაშია, რომ "ჰამასი" ჯერ არ დათანხმებულა “მოწყვლადი მძევლების განსაზღვრულ კატეგორიას.”

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელში “რამდენიმე შეხვედრა” და პარიზში ერთი შეხვედრა ჩაატარა. მისი თქმით, შეხვედრები “მიმდინარეობს” კატარის დედაქალაქ დოჰაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია