ნინო ლაცაბიძე - პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და დროც, რაც ვერ გამოიყენეს.

მაგალითად ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთის დაკონსერვება მოიყვანა.

„მათი ლიდერის დროს განაცხადეს ბრიფინგზე, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი დაკონსერვდა. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი ყოველ დღე თბილისთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სამუშაოდ, განათლების მისაღებად, ჯანდაცვის სერვისებისთვის ჩამოდის და ამ ადამიანებს და მთელ რუსთავს გამოგვიცხადეს, რომ დაკონსერვდა რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი, რაც დღემდე პრობლემაა. სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა იმედი და ქალაქის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა, შორიდან რაღაცის ყურება და რთულია საქმის კეთება. ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და ჰქონდათ დრო, ვერ გამოიყენეს, ახლა გადაინაცვლეს ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ძალიან გალაღებულად არიან კრიტიკაში, ოღონდ სამწუხაროდ ესეც არ გამოსდით ბოლომდე“, - განაცხადა რუსთავის მერმა „ქრონიკაში“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია