ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატმა სტარტი ბაკურიანში 1 მარტს აიღო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია მასპინძლობს.

„აღსანიშნავია, რომ თოვლის ფრენბურთში პირველად იმართება ევროპის ჩემპიონატი, საქართველომ კი ღირსეულად მიიღო მასპინძლობის უფლება. 3 მარტის ჩათვლით ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენელი როგორც ქალი, ისე მამაკაცი სპორტსმენები. მათთან ერთად პირველობისთვის ასპარეზობენ ქართველი ფრენბურთელებიც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩემპიონატის მე-2 დღეს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

გოგონათა გუნდები:

ჩეხეთი - თურქეთი

იტალია-პოლონეთი

ვაჟთა გუნდები:

ჩეხეთი - თურქეთი

პოლონეთი - ბულგარეთი

გამარჯვებულების ვინაობა 3 მარტს გახდება ცნობილი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა